ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

ფარმაცევტული კომპანია ,,ნიუ ფარმა” დაარსდა 2013 წელს, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველ პროფესიონალთა გუნდის მიერ.
კომპანია ფუნქციონირებს მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. ,,ნიუ ფარმა”-ში, ამ მომენტისთვის დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. გუნდის თითოეული წევრის კრეატიული და ეფექტური შრომის დამსახურებაა კომპანიის ყოველდღიური წინსვლა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. კომპანიაში არის თბილი და მეგობრული გარემო. ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების მოტივაციასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
,,ნიუ ფარმა” თანამშრომლობს ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ FDI და GMP-ს ევროპულ სტანდარტებს. ,,ნიუ ფარმა”-სთან მოთანამშრომლე კომპანიები ევროპელი მწარმოებლების ტოპ 20-ეულში შედიან.
მიზანია ქართულ ფარამცევტულ ბაზარზე დანერგოს ხარისხიანი, ინოვაციური და ხელმისაწვდომი მედიკამენტები, ჯანმრთელობის მართვის ახალი და თანამედროვე მიდგომები.

Scroll to top